top of page

საბუღალტრო, საგადასახადო და აუდიტორული მომსახურების ახალი ოფისი გურჯაანში




დღეიდან გურჯაანის მოსახლეობას საბუღალტრო, საგადასახადო და აუდიტორული მომსახურების კომფორტულ და მშვიდ გარემოში მიღება მუნიციპალიტეტიდან გაუსვლელად, Finforce-ს გურჯაანის ახალ ოფისში შეეძლება. კომპანიას მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლების დიდი ნდობით სარგებლობს. რას სთავაზობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული გუნდი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს? ჩვენი სიუჟეტი.




კომპანია მომხმარებელს პროფესიონალურ ბუღალტრულ და აუდიტორიულ მომსახურებას სთავაზობს.


Finforce-ის გურჯაანის რეგიონალური ოფისის ხელმძღანელის, ნატალია ბეგაშვილის თქმით, ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია Finforce-ი 10 წელზე მეტია წარმატებით ფუნქციონირებს და ეწევა სრულ საბუღალტრო მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების, ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით და აღრიცხვის უწყვეტობის დაცვით.


კომპანიის მუშაობის სპეციფიკა სრულად არის მორგებული როგორც ქართული ბაზრის, ასევე საერთაშორისო კომპანიების მოთხოვნებზე. მისი მიზანია, მოქნილი სერვისპაკეტების შეთავაზებით და მჭიდრო საკონსულტაციო თანამშრომლობის გზით, ხელი შეუწყოს ინდ.მეწარმეების, სტრატაპერების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებას. დაზოგოს მათი დრო და ხარჯები, გაითვალისწინოს და დააზღვიოს კლიენტი საგადასახადო/ფინანსური რისკებისაგან









Comments


bottom of page