„2023 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგების წარდგენის პროცესი“ - სამსახურმა, სვის კონტაქტთან (Swisscontact) და პროფესიულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოს მასშტაბით (ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, სიღნაღსა და თბილისში) საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
29 ივლისს სიღნაღში, სასტუმრო ბრიგიტეში გამართულ შეხვედრაზე, მოხსენება Finforce-ის დამფუძნებელმა, ნონა რევაზიშვილმა გააკეთა.
აღნიშნული ყოველწლიური ღონისძიების მიზანს, ანგარიშვალდებული პირებისთვის ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივება და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.