2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგების წარდგენის პროცესი
- Otto Rekhviashvili
- Jul 11
- 1 min read

🟣2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგების წარდგენის პროცესი
🔹საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია, საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიულ ფედერაციასთან ერთად, ტრადიციულად წელსაც, საინფორმაციო შეხვედრების ციკლს მართავს.
🔹შეხვედრაზე Finforce-ის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრი და კახეთის რეგიონის კურატორი ნონა რევაზიშვილი ისაუბრებს თემაზე - „ფინანსური საკონსულტაციო სერვისების მნიშვნელობა და ახალი შესაძლებლობები სერვისის მიმწოდებლებისთვის“ არსებული მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის.
🔹შეხვედრის მთავარი მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, მათთვის ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივება და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე ანგარიშგების წარდგენის დროს ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იქნება.
📍16 ივლისი 12:00 საათი, ქ. თელავი | გოგებაშვილის ქუჩა 51 | ბუტიკ სასტუმრო კვირია • Boutique Hotel Kviria
🔗სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfSMRvQHB0e8KOzdIWaC9XY_4Lag0XSmHrK8cEaVUWlIbJmRw/viewform?usp=header


