სერვისები
რას გთავაზობთ!
კომპლექსური საბუღალტრო მომსახურება
სრული საბუღალტრო მომსახურება საერთაშორისო სტანდარტების, ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით და აღრიცხვის უწყვეტობის დაცვით, საგადასახადო ორგანოსთან წარმომადგელობა
სააღრიცხვო სისტემისა და პროცედურების დაგეგმვა
სააღრიცხვო სისტემის სწორი მართვა დაგიზოგავთ დროს და შეამცირებს ფინანსურ რისკებს, ამის მიღწევა შეუძლებელია ბიზნეს პროცედურების გაანალიზებისა და სწორად დაგეგმვის გარეშე. შრომითი რესურსების დაზოგვა, მიზნობრივ ამოცანებზე ფოკუსირება და დაგეგმვა, შეიძლება გადხეს საარსებოდ მნიშვნელოვანი პირობა თქვენი ბიზნესისათვის
ფინანსური ანგარიშგების მომზადება (კონსოლიდაცია)
ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლებს, დაინტერესებულ პირებს ჩვენი კომპანია სთავაზობს აღრიცხვა-ანგარიშგებას საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ასევე, გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების მომზადებას და დახმარებას კონსოლიდირებული ანგარიშგების შედგენაში და შემდგომ მის წარდგენაში.
თემატური (შერჩევითი) აუდიტი
საწარმოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თემატური აუდიტი გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ კომპანიის ოპერაციების ხასიათი, სიხშირე, ტენდენციები და განვსაზღვროთ პოტენციური რისკის შემცველი სფეროები. თემატური აუდიტი დაგიზოგავთ დროს და ფინანსურ რესურსებს. სწორად დაგეგმილი აუდიტი მოგცემთ საშუალებას, შეაფასოთ მიმდინარე პერიოდი და სწორად გააკეთოთ ორიენტირება მომავალ ბიზნეს პროცესებზე.
ბუღალტერიის აღდგენა- აწყობა
გადამხდელის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, აღვადგინოთ თქვენი ბუღალტრული ჩანაწერები, შევასრულოთ შესაბამისი ანგარიშების წარდგენა საკანონმდებლო სტრუქტურებთან ან ბიზნეს პარტნიორებთან.
სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება
ცნობილია, რომ საქართველოში არსებული საწარმოებიდან ძალიან ცოტა თუ ახერხებს, იმუშაოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაციით. ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა იწყება სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებით, გაწეული შრომა და მცირე ფინანსური რესურსი განაპირობებს ბიზნეს პროცესების შეუფერხებლად და ხარჯების ეფექტურად მართვას
საგადასახადო აუდიტი
ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალური გუნდი გთავაზობთ თქვენი კომპანიის სამეურნეო ოპერაციების დაბეგვრის კუთხით განხილვას, დოკუმენტწარმოების პროცესისა და ყველა ტრანზაქციის გადამოწმებას, საგადასახადო რისკების შეფასებასა და რეკომენდაციების შემუშავებას.
შიდა აუდიტი/ფინანსური ანალიზი
შიდა აუტიტის ფუნქციაა მენეჯმენტის დარწმუნება ყველა უმთავრესი რისკის ეფექტურად მართვის შესახევ, ამისათვის ჩვენი შიდა აუდიტის ხელმძღვანელი აფასებს რისკების მართვის პროცესებს და შიდა კონტროლის მექანიზმებს.